Friday, February 28, 2014

ტრენინგის მნიშვნელობა

  დაინტერესებული მსმენელისთვის ტრენინგი არის ნოვაციების გაცნობა  და  წვდომა.მე ვფიქრობ მას ყველა დიდი ინტერესით ეცნობა. მეც ასე ვარ.დიდი სიხარულით ვესწრები ტრენინგებს.
  ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის ტრენინგი  ძალიან საინტერესო იყო. გამოვიყენებ სასწავლო პროცესში,  ჩემს ცოდნას გავუზიარებ კოლეგებს,ვითანამშრომლებ მათთან და მოსწავლეებთან,შეძლებისდაგვარად განვახორციელებთ პროექტებს ერთობლივად, რაც ჩემს პროფესიულ წინსვლაშიც დამეხმარება.

ტრენინგის მე-9 დღე

   დღევანდელი დღე კიდევ უფრო საინტერესო იყო,ამაღელვებელიც-დღეს ხომ ტრენინგის ბოლო დღეა?! ტრენინგის პირველ დღეს ერთი სული მქონდა, როდის გაივლიდა ეს 9 მეცადინეობა, რომ  დამეწყო მუშაობა ჩემს საოცნებო ელექტრონულ პორტფოლიოზე.
  ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია.თუმცა გული მწყდება, რომ ჩემი ჯგუფის წევრებს აქტიურ სამუშაო პროცესში ვეღარ შევხვდები - ჩვენ ხომ ვსწავლობდით ქეთისგან და შემდეგ ერთმანეთს ვასწავლიდით!!!ტრენინგის ბოლო დღეს კი ერთმანეთს წარვუდგინეთ ჩვენი პრეზენტაციები და შევაფასეთ.
  დღეს ახალი მასალა პიკასა ალბომის შექმნა იყო- როგორც ყველა სხვა,ესეც ძალიან საინტერესო.
  დიდი მადლობა ჩვენზე ზრუნვისთვის  ქეთი ცერაძეს.
  დიდი მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.

Sunday, February 23, 2014

ტრენინგის მე-8 დღე


 
   როგორც ყოველთვის დღევანდელმა ტრენინგმაც დატვირთულ,საინტერესო და მუშაპროცესში ჩაიარა.
   ტრენინგი დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით.
    განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები და შევქმენით პრეზენტაცია. შემდეგ მთლიანობაში გადავათვალიერეთ პორტფოლიო და გავაკეთეთ შესწორებები სურვილისამებრ.
  ძალიან საინტერესო იყო პორტფოლიოს ატვირთვის პროცესი ბლოგზე.
   დიდი იმედი მაქვს, ყველაფერს წარმატებულად გამოვიყენებ.
   მადლობა ყველას ამ ტრენინგისთვის და ქეთი ცერაძეს  ასეთი ენერგიულობისთვის.

Saturday, February 22, 2014

ტრენინგის მე-7 დღე


   ეს  დღეც ძალიან შრომატევადი და საინტერესო იყო თავისი შინაარსით.
როგორც ყოველთვის ტრენინგი დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით,რაც ძალიან გვეხმარება მასალის ათვისებაში.შემდეგ დავიწყეთ პროგრამით გათვალისწინებული ახალი მასალის  შესწავლა.კერძოდ,გავეცანით სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას პროექტის მსვლელობაში მათი საჭიროებების გათვალისწინებით და შევქმენით ნიმუშები.
დავხვეწეთ და სრულყოფაში მოვიყვანეთ პროექტის გეგმა.
მადლობა ჩემს საყვარელ ტრენერს-ქეთი ცერაძეს ასეთი ენერგიული,გულიანი და მონდომებული მუშაობისთვის.

Sunday, February 16, 2014

ტრენინგის მე-6 დღე

დღევანდელი დღის ანგარიში:
ძალიან საინტერესო და დატვირთული დღე გვქონდა,რაც მთავარია ნაყოფიერი.ტრენინგი დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით.
გავეცანით ლინკების  ჩასმას ჩვენს პორტფოლიოში.მოსწავლის ბლოგზე გაჯეტების და გვერდების განლაგებას.
შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე.

Saturday, February 15, 2014

ტრენინგის მე-5 დღე


როგორც ყოველთვის დღევანდელი დღეც
1.გამეორებით დავიწყეთ,რაც ძალიან წაგვადგა-გამეორება ხომ ცოდნის დედა.
2. დავათვალიერეთ ვიდეოფილმების არქივი-youtube. გავიხსენეთ და ვისწავლეთ ფილმის გადატანა ბლოგზე.




3.გავეცანით საავტორო უფლებების გამოყენებას და დაცვას.
4. საინტერესო იყო ბლოგზე პრაქტიკული მუშაობა: გაჯეტში სურათის ჩასმა,გამოკითხვის გაჯეტის შექმნა და კომენტარის დადება.
  ძალიან საინტერესო ტრენინგკურსია.

Sunday, February 9, 2014

ტრენინგის მე-4 დღე

 დღევანდელი დღის სამუშაო გეგმა:

1.  გავიმეორეთ მასალა.
2. შევქმენით პროექტის გეგმის მოკლე მონახაზი.
3. შევქმენით შეფასების მოკლე მონახაზი.
4. ვიმუშავეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნაზე.
5. ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე

როგორც ყოველთვის დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო.
მივესალმები ნოვაციებს საგანმანათლებლო სისტემაში.  იმედი მაქვს   წარმატებით დავძლევ და გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.

Saturday, February 8, 2014

ტრენინგის მესამე დღე


 დღეს ძალიან დატვირთული და შედეგიანი დღე გვქონდა.

1.  გავიმეორეთ ნასწავლი მასალა.
2. განვსაზღვრეთ სტანდარტები სასწავლო პროექტისთვის
3. გავეცანით საკვანძო კითხვების შემუშავებას და განვიხილეთ.
  როგორც ყოველთვის ეს დღეც ნაყოფიერი აღმოჩნდა.მადლობა ტრენინგის მესვეურთ და ჩვენს მეტად ენერგიულ ტრენერს ქეთი  ცერაძეს.

Saturday, February 1, 2014

ტრენინგის პირველი დღე

1. გაცნობა

2. საორგანიზაციო საკითხები

3.ინტელის კურსის მიზნები და მისაღწევი შედეგები

4.სასწავლო კურსის  გზამკვლევის გაცნობა.

5. XXI საუკუნის უნარ-ჩვევები.

6. პროექტის პორტფოლიოს შექმნა.

7. პროექტის გეგმების გაცნობა.

8. ბლოგის შექმნა და რეფლექსია.


 ტრენინგი დაიწო ურთიერთგაცნობით და ტრენინგის ზოგადი  მიმოხილვით.გავეცანით ინტელის ძირითად მიზნებს.საინტერესო იყო და გაგვიადვილა მუშაობა წინასწარ ფილმის ნახვამ. ტრენერმა ქეთი ცერაძემ შეგვიქმნა მოტივაცია და გვითხრა, რომ არაფერი  გაგვიჭირდება და დასახულ მიზანს თავს წარმატებით გავართმევთ