დღევანდელი დღე კიდევ უფრო საინტერესო იყო,ამაღელვებელიც-დღეს ხომ ტრენინგის ბოლო დღეა?! ტრენინგის პირველ დღეს ერთი სული მქონდა, როდის გაივლიდა ეს 9 მეცადინეობა, რომ დამეწყო მუშაობა ჩემს საოცნებო ელექტრონულ პორტფოლიოზე.
ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია.თუმცა გული მწყდება, რომ ჩემი ჯგუფის წევრებს აქტიურ სამუშაო პროცესში ვეღარ შევხვდები - ჩვენ ხომ ვსწავლობდით ქეთისგან და შემდეგ ერთმანეთს ვასწავლიდით!!!ტრენინგის ბოლო დღეს კი ერთმანეთს წარვუდგინეთ ჩვენი პრეზენტაციები და შევაფასეთ.
დღეს ახალი მასალა პიკასა ალბომის შექმნა იყო- როგორც ყველა სხვა,ესეც ძალიან საინტერესო.
დიდი მადლობა ჩვენზე ზრუნვისთვის ქეთი ცერაძეს.
დიდი მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
No comments:
Post a Comment